იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
10/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის
2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

 

საანგარიშო 2018 წელს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში წარმომადგენლობა) თავის საქმიანობას წარმართავდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად , წარმომადგენლობის დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში, საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად. წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2018 წლის პერიოდის ანგარიშს:
ა) წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 21 (ოცდაერთი) განცხადება, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 21, ხოლო უარყოფითი პასუხით - 0 მოთხოვნა; წარმომადგენლობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციები არ გასაჩივრებულა , რეაგირების გარეშე არ დარჩენილა არცერთი მოთხოვნა.
გ) წარმომადგენლობას გააჩნია მონაცემთა ბაზები: თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემები;
აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა ბაზა; აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებების მონაცემთა ბაზა; წარმომადგენლობა ჩართულია საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემებში (eDocument და eHRMS) . აღნიშნულ ბაზებსა და სისტემებზე შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების საფუძველზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს არ დაურღვევიათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და შესაბამისად არ დასდებიათ დისციპლინური სახდელი.
ე) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;
ვ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და
აჭარის ა. რ-ში აფხაზეთის ა. რ-ის თავრობის წარმომადგენლობის
აპარატის უფროსი ბესიკ ჭანტურია