დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| მიღების თარიღი | 10/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 21 განცხადება;
2. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა 21 მოთხოვნა;
3. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ქონია;
4. ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია;
5. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის-ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ;
6. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დახურული სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას ადგილი არ ქონია;
7. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ფაქტს ადგილი არ ქონია;
8. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მოთხოვნების დარღვევასა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ ფაქტს ადგილი არ ქონია;
9. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა და არ გასაჩივრებულა;
10. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად არ მომხდარა მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
ჯ. დიმიტრაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები