„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016642
95
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
280120000.22.026.016642
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №95

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის – თანამდებობრივი (დანართი №3) და წოდებრივი (დანართი №4) სარგოებისგან, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციისგან და ამ ბრძანებით ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმებით განსაზღვრული დანამატებისგან;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამინისტროს თავდაცვის ძალების და სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც დაკისრებული აქვთ ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება, ანაზღაურება მიეცემათ ვაკანტურ თანამდებობაზე განსაზღვრული ფულადი/თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების ოდენობით.

3. სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

3. მე-15 მუხლის:

ა) ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობ­რივი სარგოები (დანართი №2);

გ) სამინისტროს თავდაცვის  ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები (დანართი №3);“;

ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სასწავლო ცენტრი „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები (დანართი №5).“.

4. მე-16 მუხლის ,,ბ“,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №7);

გ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №8);

დ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №14).

ე) სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის  უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სერჟანტის და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა საქმისმწარმოებლის, შეიარაღების სერჟანტის და უზრუნველყოფის სერჟანტისა) დანამატები (დანართი №15);

ვ) სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების ქვეგანყოფილების სამოქალაქო პირთა დანამატები (დანართი №16).“.

5. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროს თავდაცვის ძალების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი და რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 125 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის  უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის  სერჟანტს და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატები №15 დანართის შესაბამისად. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად ამ ბრძანების №7 და №15 დანართებით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ №15 დანართით გათვალისწინებული დანამატი, თუ იგი აღემატება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატის ოდენობას, ხოლო თუ №15 დანართით გათვალისწინებული დანამატი №7 დანართით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლებია, სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატი.“.

6. 36-ე და 37-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 36

სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის, სსრკ-ის ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება №10 დანართით  გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი - თორმეტმაგი.

მუხლი 37

სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით და ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება №10 დანართით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით, ორმაგი ოდენობით. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი არიან კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე.“.

7. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 39

სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები საერთო ოდენობის კალენდარული წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება N11 დანართით გათვალისწინებული გაანგარიშების ნორმების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი.“.

8. 51-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამინისტროს თავდაცვის ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე ამ მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;“.

9. №2 დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობ­რივი სარგოები“;

ბ) მე-6 და მე-7 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6

თავდაცვის ძალების მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი), განყოფილების უფროსის მოადგილე, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს მთავარი იურისტი, ორკესტრის უფროსის მოადგილე – უფროსი დირიჟორი

CP-9

1 320

7

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი თანაშემწე და თანაშემწე პროტოკოლის დარგში, ქვეგანყოფილების უფროსი, მთავარი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი

CP-8

1 248

“;
გ) მე-14 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14

მეაკუმულატორე, ავტომრეცხავი

CP-41

810

“;

დ) შენიშვნის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აღნიშნული დანართის მე-10, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტების მოქმედება ვრცელდება სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამოქალაქო პირებზე.“.

10. №3 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამინისტროს თავდაცვის ძალების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები“.

11.  №5 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის სასწავლო ცენტრი „სორტას“ სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოები“.

12. №6 დანართის:

ა) პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თანამდებობა

დანამატი
თვეში

1

განყოფილების უფროსი, მინისტრის მოადგილის თანაშემწე, მთავარი ინსპექტორი, მთავარი პატრულ-ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, ინჟინერი, მუსიკოსი, სტილისტი, ფორტიფიკატორი, მეკუჭნავე, არქივარიუსი, აფთიაქის უფროსი, მთავარი ინსტრუქტორი, ინსტრუქტორი, საავიაციო შეიარაღების მექანიკოსი

180

 

“.

ბ) შენიშვნის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

,,2. ამ დანართის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, სამინისტროს თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებზე და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.“.

13. №7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

„დანართი №7

 

სამინისტროს თავდაცვის ძალების, სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა დანამატები

(ლარებში)

თანამდებობების დასახელება

დანამატი

თვეში

1

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური

1 500

2

თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, მოადგილე, მეთურის მოადგილე- გენერალური შტაბის უფროსი

1 250

3

სარდალი, სსიპ-ის რექტორი, ეროვნული გვარდიის უფროსი

875

4

J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი

750

5

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის  დეპარტამენტის უფროსი  სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსი, სარდლის მოადგილე, ბრიგადის მეთაური

690

6

ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, სსიპ-ის რექტორის მოადგილე, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი, სსიპ-ის კოლეჯის მეთაური, სკოლის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), ცენტრის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), სსიპ – გენერალ გ. კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი

625

7

ბრიგადის მეთაურის მოადგილე, ლოჯისტიკის ცენტრის უფროსი, სამინისტროს გენერალური  ინსპექციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

565

8

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური, სამინისტროს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის შტაბის უფროსი, სარდლობის მთავარი სერჟანტი/სარდლობის სერჟანტი, ესკადრილიის შტაბის უფროსი (მფრინავი), სამედიცინო პოლიკლინიკის (ასეულის) უფროსი, ბაზის მეთაური/უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი-მთავარი დირიჟორი, ბრიგადის შტაბის უფროსი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ესკადრილიის მეთაური, სამხედრო პოლიციის მთავარი სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ისნპექციის სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე

500

9

საპატიო ყარაულის მეთაური

440

10

კურსების/კურსის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი), სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბატალიონის შტაბის უფროსი და ინსტრუქტორთა განყოფილების უფროსი

425

11

სკოლის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტებისა), კურსების/კურსის უფროსი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბაზის სერჟანტი, კურსების/კურსის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის სერჟანტი, ესკადრილიის სერჟანტი, მიმართულების სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ადმინისტრაციული ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სერჟანტი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კოლეჯის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი ინსპექტორი/განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი

375

 

14. №8 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეთა დანამატები“.

15. №14 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები“.

16. №15 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სერჟანტის და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა საქმისმწარმოებლის, შეიარაღების სერჟანტის და უზრუნველყოფის სერჟანტისა) დანამატები“.

17. №16 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების ქვეგანყოფილების სამოქალაქო პირთა დანამატები“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის:

ა) მე-9 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;

ბ) მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია