„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-63/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 17/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016571
01-63/ნ
17/12/2018
ვებგვერდი, 17/12/2018
470230000.22.035.016571
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-63/ნ

2018 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 08/01/2015; 470230000.22.035.016314) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №11 დანართის (შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება):
1. მე-2 მუხლს ,,ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჟ1 - ჟ10 ქვეპუნქტები:

„ჟ1. საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობების იდენტიფიკაცია და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების წინადადებების მომზადება;

2. დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმების პროექტების მომზადება;

3. პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირება და კონსულტირება; ამ სფეროში სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

4. საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა;  ამ სფეროში სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; არსებული საინფორმაციო სისტემის სრულყოფის წინადადებების შემუშავება;

5. უცხოელი დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად კანდიდატების წინასწარი (პირველადი) შერჩევის პროცესის ორგანიზება;

6. უცხოელი დამსაქმებლის მიერ საბოლოოდ შერჩეული კანდიდატებისთვის გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგების ორგანიზება (შესაბამისი საინფორმაციო და მეთოდური მასალების განვითარება, ტრენერების მომზადებისა  და ტრენინგების ორგანიზების კოორდინაცია);

7. საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების ორგანიზების მიზნით პროფილურ სახელმწიფო უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობა;

8. საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება, დასაქმებული იმიგრანტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა/განვითარება;

9. შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და მათი შემცირების წინადადებების შემუშავება;

10. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) მიგრაციის საკითხთა სამმართველო.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 
4. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. მიგრაციის საკითხთა სამმართველო

1. მიგრაციის საკითხთა სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი ბაზისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი;

ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

გ) დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში პოტენციური პარტნიორი ქვეყნების ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;

დ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობებისა და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება;

ე) დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა; დადებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირებისა და კონსულტირებისათვის საჭირო საინფორმაციო და მეთოდური მასალების მომზადება/განვითარება;

ზ) პოტენციური შრომითი მიგრანტების ინფორმირებასა და კონსულტირებაში მონაწილეობა; ამ სფეროში სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის თაობაზე წინადადებების მომზადება;

თ) საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია და შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა;  ამ სფეროში სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის თაობაზე წინადადებების მომზადება; არსებული საინფორმაციო სისტემის სრულყოფის წინადადებების შემუშავება;

ი) უცხოელი დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად კანდიდატურების წინასწარი (პირველადი) შერჩევის პროცესის ორგანიზება (შესაბამისი საინფორმაციო და მეთოდური მასალების განვითარება; სპეციალური კომისიისა და პროცესში ჩართული  სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების/პირების საქმიანობის კოორდინაციისთვის წინადადებების მომზადება; შერჩევის პროცესში მონაწილეობა);

კ) უცხოელი დამსაქმებლის მიერ საბოლოოდ შერჩეული კანდიდატებისთვის გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგების ორგანიზება (შესაბამისი საინფორმაციო და მეთოდური მასალების განვითარება, ტრენერების მომზადებისა  და ტრენინგების ორგანიზების კოორდინაცია);

ლ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების ორგანიზების მიზნით პროფილური სახელმწიფო უწყებებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადება;

მ) საზღვარგარეთ დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოებისა და კერძო პირების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი; შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ნ) საქართველოში შრომითი იმიგრაციის რეგულირების შესახებ წინადადებების მომზადება, დასაქმებული იმიგრანტების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა/განვითარება;

ო) შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და მათი შემცირების წინადადებების შემუშავება;

პ) შრომითი მიგრაციის სფეროში სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი. სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება/წარდგენა;

ჟ) საქართველოში ფუნქციონირებადი დასაქმების კერძო სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

რ) საზღვარგარეთ დასაქმების ხელშემწყობი საქართველოში ფუნქციონირებადი სააგენტოებისა და კერძო პირების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება და ანალიზი;

ს) საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის სარეინტეგრაციო მხარდაჭერის პროგრამების შემშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ტ) დროებითი შრომითი მიგრაციის თემაზე კორესპონდენციების შესწავლა და ანალიზი;

უ) მიგრაციის სფეროში არსებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმებიდან გამომდინარე სახელმწიფო პროგრამის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.

2. შრომითი მიგრაციის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი მიგრაციის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 17 დეკემბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო