„სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №2-149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-1037
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016558
2-1037
24/12/2018
ვებგვერდი, 24/12/2018
340170000.22.023.016558
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №2-149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №2-149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1037

2018 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №2-149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 07/12/2017  №1620-რს კანონის  მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №2-149 ბრძანებაში (ვებგვერდი, 20/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 340170000.22.032.016154) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენება სახელმწიფო დაწესებულების და ეროვნულ კომპეტენტური ორგანოს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი წამლის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირისათვის.‘‘.

2.  მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

იურიდიულმა პირმა, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეების გაუვარგისების, დაზიანების ან კვლევის მიზნებისათვის გამოუყენებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი განადგურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააგენტოს მონაწილეობით.‘‘.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი