დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 361 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010030000.22.027.016861 |
|
„საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №33 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010030000.22.027.016540) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში (გარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისა) გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა; თ) მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე (გარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისა) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;“; 2. მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა; მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე;“. 3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციასა და იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობასა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები