ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 11/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
11/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

2018 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 23 განცხადება შემოვიდა. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საკრებულოს არ მიუღია არც ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა საკრებულოში არ შემოსულა.

2018 წელს  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს – საკრებულოს აპარატის უფროსს.

2018 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

2018 წლის მანძილზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არ განხორციელებულა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და  დამუშავების ფაქტი.

საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საკრებულოს აპარატის უფროსი                                                                                                           ქეთევან ხვედელიძე