აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 11/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
11/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

 

  

საქართველოს კანონის `საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 17 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. ყველა განაცხადზე პასუხი გაცემულია;

ბ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

გ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;

დ) საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რამდენადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე არ მოგვეპოვება.

 

მამუკა კვიტაშვილი