„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016664
117
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120170050.22.026.016664
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №117

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო სამსახურის დებულების დამტიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული დებულების XVI თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში – ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (უფროსი/მეთაური/სარდალი);“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდულობისა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანხმობით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაწესდეს ნორმატივების ჩაბარების სხვა პერიოდი.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნორმატივების შესრულებაში უარყოფითი შეფასების მქონე სამხედრო მოსამსახურეს უფლება ეძლევა ნორმატივები გადააბაროს არაუმეტეს ორჯერ. ნორმატივების ჩაუბარებლობიდან ერთი თვის ვადაში სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია გადააბაროს ნორმატივები. თუ ნორმატივების პირველი გადაბარებისას სამხედრო მოსამსახურე უარყოფით შეფასებას მიიღებს, ის ჩაირიცხება სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამაზე, რომელსაც შეიმუშავებს და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს თავდაცვის ძალების  წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამის განმავლობაში ან მისი დასრულებისას სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მეორედ გადააბაროს ნორმატივები ამავე პროგრამით განსაზღვრულ ტესტირებაზე. სპეციალური ფიზიკური მომზადების პროგრამაზე ფიზიკური ნორმატივების მეორედ გადაბარებისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება.“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებაში და მისი საქართველოში დაბრუნებიდან არ გასულა სამი თვე;

ვ) ნორმატივების ჩაბარების დაწყებამდე ან მიმდინარეობისას, სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი შესაბამისი ქვედანაყოფის ექიმის მიერ, სამხედრო მოსამსახურის მიმართვის საფუძველზე, გაიცა ცნობა (ფორმა 1-038/მედ), რომელიც მას ათავისუფლებს ფიზიკური დატვირთვისგან;“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხვა ქვედანაყოფში ან სასწავლო კურსზე (გარდა სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული ნახევრადინტენსიური სასწავლო პროგრამებისა) მივლინებული/ ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურე ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ იმ ქვედანაყოფში/სასწავლო კურსზე, სადაც იგი მივლინებულია/ჩარიცხულია, ხოლო თუ მას არ ჩაუბარებია  ფიზიკური ნორმატივები მივლინების ადგილას (სასწავლო კურსზე), იგი ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს ქვედანაყოფში დაბრუნებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია