,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016646
99
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120340000.22.026.016646
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №99

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 სექტემბრის №69 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016415) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს  მთავრობის  სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა  და  საქმიანობის  წესის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-18  მუხლის  მე-2  პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საზოგადოებისათვის სამინისტროს საქმიანობის, მათ შორის,  თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება (მიმდინარე რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა, სამხედრო სწავლებები, წვრთნები და სამინისტროს სხვა პრიორიტეტული მიმართულებები) და მედიის მხრიდან საინფორმაციო მხარდაჭერა;“;

ბ) მე-3 მუხლის მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) კომპეტენციის ფარგლებში,  სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისთვის საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებებისთვის მთავარი გზავნილების მომზადება;“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსთან კოორდინაციით, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების  ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისთვის საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებებისთვის მთავარი გზავნილების მომზადება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია