„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016647
100
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120340000.22.026.016647
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №100

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №39 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი:120340000.22.026.016586) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემედგი რედაქციით:

„ბ) საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, სამინისტროს თავდაცვის ძალების განვითარების ხელშეწყობა და ამავე მიზნით ადამიანური რესურსების სფეროში დემოკრატიული კონტროლისა და სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმების განვითარების უზრუნველყოფა;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემედგი რედაქციით:

,,ვ) სამინისტროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე სამინისტროს თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის) და სამოქალაქო და სახელმწიფო სპეცილური წოდების მქონე პირთა დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტება;“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამინისტროს თავდაცვის ძალების საჭიროებების შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ  პირთა მართვის (დაქირავება, სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასება და დათხოვნა) პოლიტიკის შემუშავება. სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ  განხორციელებული პოლიტიკის  ეფექტიანობის რეგულარული ანალიზი, შეფასება და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, წინადადებების მომზადება;

ზ) სამინისტროს სამხედრო პერსონალის საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, სამინისტროს თავდაცვის ძალების მიერ დადგენილი სამხედრო პერსონალის დაგეგმვისა და მზადყოფნის მოთხოვნების რეგულარული ანალიზი და შეფასება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;“;

გ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-1 პერსონალის დეპარტამენტისა და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის მიერ წარმოდგენილ პერსონალის სფეროში ინიციატივების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ანალიზი და შეფასება;“;

დ) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არსებული სამხედრო-აკადემიური განათლებისა და საკარიერო პროგრამების სამინისტროს თავდაცვის ძალების საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებთან თანხვედრის შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;“;

ე) მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე სამინისტროს თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის) სამოქალაქო და სახელმწიფო სპეცილური წოდების მქონე პირთა დროული და ხარისხობრივი დაკომპლექტება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია