დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016649 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №37 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მხარდაჭერა;“; ბ) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტროსა და სამინისტროს თავდაცვის ძალებში, ასევე, მათ შორის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გაზიარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების/ზომების რეკომენდირება, რეფორმების მიმდინარეობის შესახებ სპეციალური საინფორმაციო ბარათის მომზადება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები