,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.016650
103
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
010320010.22.026.016650
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №103

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში (ვებგვერდი, 19/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.026.016381) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”.

 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) ,,კ“ და  ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს, მათ შორის,  თავდაცვის ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფა და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინება;

ლ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა;“;

ა.ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანი;“;

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინება;

გ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) სამინისტროს, მათ შორის,  თავდაცვის ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანი;“;

ბ.გ) მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სამოქალაქო ოფისის და სამინისტროს თავდაცვის ძალების თანამდებობის პირების საზღვარგარეთ ვიზიტების უზრუნველყოფა;“;

ბ.დ) მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) სამინისტროს, მათ შორის,  თავდაცვის ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანი;“;

ბ.ე) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამოქალაქო ოფისისა და სამინისტროს თავდაცვის ძალების თანამდებობის პირების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზაციული დაგეგმვა;“;

ბ.ვ) მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სამოქალაქო ოფისის და  სამინისტროს თავდაცვის  ძალების წარმომადგენლების ვიზებით უზრუნველყოფა.“;

გ) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საჭიროების შემთხვევაში ახდენს ადმინისტრაციაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას, ხელს აწერს სამინისტროს, მათ შორის,  თავდაცვის ძალების  სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია