,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 4 მაისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016651
104
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120340000.22.026.016651
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 4 მაისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №104

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 4 მაისის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 4 მაისის №34 ბრძანებაში (ვებგვერდი, 07/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მიზნებისათვის, ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებზე ადგენს სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი/პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია