„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.026.016652
105
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
010240030.22.026.016652
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №105

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 სექტემბრის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.026.016325) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  სამინისტროს, მათ შორის, სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების (შემდგომში – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები) მიხედვით, ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და ცენტრალიზებული წესით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციისა და რეკვიზიტების მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორება;“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების საფინანსო და სამეურნეო აღრიცხვის სამსახურებში დასანიშნად წარდგენილი კანდიდატურების განხილვაში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;“;

ბ.ბ) ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაციონალური და უსაფრთხო კვების მიზნით სურსათის ხარისხისა და კვების კონტროლი;“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების საფინანსო და სამეურნეო აღრიცხვის სამსახურებში დასანიშნად წარდგენილი კანდიდატურების განხილვაში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;“;

გ.ბ) მე-10 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაციონალური და უსაფრთხო კვების მიზნით სურსათის ხარისხისა და კვების კონტროლი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია