„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 13/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016653
106
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
040030000.22.026.016653
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №106

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (ვებგვერდი, 16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესდების:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. აკადემიის მისია

აკადემიის მისიას წარმოადგენს  სამინისტროს თავდაცვის ძალების და ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობების/სწავლებების დროს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული, მაღალი რისკის შემცველი მეცადინეობებისა და სწავლებების უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ინსტრუქციით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია