დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016654 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 27 იანვრის №08 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – სსიპ), სამინისტროს, მათ შორის სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ-ებში და სსიპ-ების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს მართვაში არსებულ/ იურიდიულ პირებში (შემდგომში – სამინისტროს სისტემის სუბიექტები) საქართველოს კანონმდებლობის და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, მათ შორის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები