საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
10/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
 
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

 

საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ა) საკრებულოში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 7 მოთხოვნა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 1 წერილი, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრიდან“ 1 წერილი, „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირიდან“ 1 განცხადება, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“

1 განცხადება, „საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან“ 1 წერილი, „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ 1 მომართვა, CTC ორგანიზაციიდან 1 განცხადება.

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობაა 7. გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე –  საკრებულოს აპარატის უფროსი ილია სიფროშვილი. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. მიღებულია 3 გადაწყვეტილება კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე.

გ) არ მომხდარა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა.

დ) საჯარო მოსამსახურეების მიერ არ განხორციელებულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი.

ე) საკრებულოს არ მიუღია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

ვ) საჯარო ინფორმაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისად საკრებულოს არა აქვს მსგავსი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა.

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები , მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ  ყოფილა.

 

ოთარ ჩალათაშვილი