სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის ანგარიში

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 07/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
07/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის ანგარიში
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 201 8 წლის საჯარო ინფორმაციის ანგარიში

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის ანგარიშს,  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2018 წლის 6 დეკემბრამდე, სულ შემოსულია 1088  განცხადება:

1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 1088  შემთხვევაში;

2. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 35-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო აწარმოებს შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს, რომელშიც ფიქსირდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შემთხვევები, შესაბამისი თარიღების მითითებით;

3. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას შესაბამის ელექტრონულ რესურსზე www.rama.moh.gov.ge;

4. საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში 2018 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა;

5. საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში სააგენტოს თანხის გადახდა არ დაკისრებია.

 თეიმურაზ პირველაშვილი