„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016675
128
13/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
120170050.22.026.016675
„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №128

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.დ“ ქვეპუნqტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ტაქტიკური და საწვრთნელი ველი – ტერიტორია, რომელიც აკმაყოფილებს სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფის მოთხოვნებს სწავლების ჩასატარებლად;“;

ბ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიგონის/სასროლეთის თავისებურებებისა და ადგილმდებარეობის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში (შემდგომში – ,,ქვედანაყოფი“), რომლებსაც ექვემდებარება პოლიგონი/სასროლეთი, მუშავდება და ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (მეთაური/უფროსი) მიერ მტკიცდება პოლიგონისა და სასროლეთის 1:10000 ან/და 1:25000 მასშტაბის რუკა.“;

გ) 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ ქვედანაყოფიდან, რომელსაც უტარდება სწავლება, გამოიყოფა მეთვალთვალეები, რომლებიც  აღჭურვილი არიან ოპტიკური ხელსაწყოებით და იმყოფებიან საკომანდო და  სათვალთვალო კოშკებზე.“;

დ) 37-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვედანაყოფის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პოლიგონი/სასროლეთი, წარდგენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების აღრიცხვის ბარათის საფუძველზე, ორგანიზებას უწევს პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გაწმენდას.“;

ე) 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი, ვალდებულია:

ა) პოლიგონზე/სასროლეთზე, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, ქვედანაყოფში ჩამოაყალიბოს არასაშტატო სახანძრო რაზმები, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან ხანძრის ჩასაქრობი საშუალებებით და შესაბამისი ავტოტრანსპორტით;

ბ) ორგანიზება გაუწიოს პოლიგონზე არანაკლებ 10 ტონა წყლის რეზერვუარის მოწყობას, რომელიც მუდმივად  ავსებული იქნება წლის მარაგით.“;

ვ) 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით, ორგანიზებას უწევს ადგილობრივ მოსახლეობასთან პერიოდულ შეხვედრებს, რათა გააცნოს მათ პოლიგონის/სასროლეთის მუშაობის ზოგადი წესები და რეგულაციები.“;

ზ) 48-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 48

1. პოლიგონის/სასროლეთის და ტირის ტერიტორიის მოსაძიებლად, შესარჩევად და შესასწავლად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით იქმნება კომისია.

2. კომისია შეიმუშავებს პოლიგონის/სასროლეთის და ტირის ფორმულარს, რომელიც მტკიცდება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით. 

3.  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით მტკიცდება:

ა) პოლიგონის/სასროლეთის და ტირის ფორმულარის ნიმუშის ფორმა;

ბ) პოლიგონის/სასროლეთის და ტირის მოსაწყობად ტერიტორიების მოძიების, შერჩევისა და შესწავლისათვის გასატარებელი ღონისძიებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია