„საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016665
118
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120340000.22.026.016665
„საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №118

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №50 ბრძანებით (ვებგვერდი,11/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016501) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომ – სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი) სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების საპატრულო ეკიპაჟების (შემდგომ – საპატრულო ეკიპაჟები) მიერ სპეციალური მანქანების გამოყენებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ობიექტის დაგეგმილ მარშრუტზე გადაადგილებისას მათი გაცილების წესებს.“.

2. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპატრულო ეკიპაჟების მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს, შესაბამის ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებზე რიცხული ტექნიკის გამოყენებისა და ექსპლოატაციის წესებს, ასევე, გაცილების დამკვეთის ბრძანებებს ობიექტის გადაადგილების შესახებ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია