ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 07/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
07/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში
ზესტაფონის რაიონული სასამართლო

 ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი-მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი არ ყოფნის შემთხვევაში სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას და ა.შ.
 201 8 წლის განმავლობაში ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 21 განცხადება . შემოსულ განაცხადთაგან 17 მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, 3 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
 მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების მიერ:
 სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი-მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
 საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც დაეყრდნო საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 38-ე მუხლისა და ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების საფასურმა შეადგინა 23,55 ლარი.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
ნინო გელაშვილი