„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120110000.22.026.016655
108
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120110000.22.026.016655
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №108

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120110000.22.026.016474) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის:

) პირველი მუხლის:

.) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა (შემდგომში – სამხედრო მოსამსახურე) სამხედრო ფორმის ტანსაცმელს (შემდგომში – სამხედრო ფორმა) და მისი ტარების წესს.“;

.) მე-3- მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ატაროს მხოლოდ სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმებით განსაზღვრული და სამინისტროს  თავდაცვის ძალებში შემავალი შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული სამხედრო ფორმა.

4. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფორმით გადაადგილების წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

5. სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებისათვის სამხედრო ფორმის ბერეტის ფერი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნებით ტარების უფლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ უნარჩუნდებათ ომისა და  თავდაცვის ძალების ვეტერანებს.“;

) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური –  სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში;“;

) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური  –  სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში;“;

) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საველე სამხედრო ფორმაზე სამხედრო მოსამსახურის გვარი და წარწერა „თავდაცვის ძალები" იქარგება შავი ძაფით.“.

2. წესით დამტკიცებული №1 დანართის:

) №5 პლანშეტის მე-2 პუნქტის:

.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარწერა „თავდაცვის ძალები“ (სიგრძე არანაკლებ 135 მმ და სიგანე 20 მმ) მაგრდება კომუფლირებული პიჯაკის მარცხენა ზედა მხარეს, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით;“;

.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სპეციალური კურსის დამთავრების აღმნიშვნელი ნიშანი მაგრდება კომუფლირებული პიჯაკის მარცხენა მხარეს, წარწერა „თავდაცვის ძალების" ზევით 5 მმ-ის დაშორებით;“;

) N6 პლანშეტის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარწერა „თავდაცვის ძალები“ (სიგრძე არანაკლებ 135 მმ და სიგანე 20 მმ) მაგრდება კომუფლირებული პიჯაკის მარცხენა ზედა მხარეს, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია