“სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

“სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 578
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020894
578
10/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
480140000.10.003.020894
“სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №578

2018 წლის 10 დეკემბერი

  ქ. თბილისი

 

„სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეუერთდეს „სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ“ 2001 წლის 3 ნოემბრის მადრიდის საერთაშორისო ხელშეკრულებას.

 

მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, როგორც ხელშეკრულების დეპოზიტარს, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე;

გ) აცნობოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ხელშეკრულების 22.3 მუხლის თანახმად, რომ იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გადაწყდება 22.1 მუხლის ან 22.2 მუხლის შესაბამისად, საქართველო სავალდებულოდ აღიარებს 22.3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე