დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია |
| მიღების თარიღი | 07/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ, 2018 წლის 07 დეკემბრის მდგომარეობით:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციისა და არქივის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.batumi.ge) და საინფორმაციო დაფაზე განთავსებულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი, სამსახურებრივი ინსტრუქცია და საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ".
2018 წლის 07 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია 949 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. ამათგან, 944-ზე (5 დამუშავების პროცესშია) გაცემულია საჯარო ინფორმაციები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით. გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებელი თანხა შეადგენს 2603,05 ლარს.
ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმას, შესაბამისად, გასაჩივრების ფაქტებიც არ დაფიქსირებულა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები