უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-2056/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 03/12/2018
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
02-2056/ო
03/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-2056/ო

2018 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. შპს „უნიმედი აჭარის“ ფილიალის (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ.№85/83ა) ნაცვლად, დაფიქსირდეს სს,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ფილიალი (ფაქტობრივი მისამართი:ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ.№85/83ა) და მიეცეს ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის" განხორციელების უფლება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ" სააგენტოს უფროსის 2017 წლის 25 მაისის №02-1092/ო ბრძანება.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6)

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ს.ანდღულაძის განცხადება №130113, 27.11.2018წ. №132653, 03.12.2018წ. და თანდართული დოკუმენტაციაю

სააგენტოს უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი  თეიმურაზ პირველაშვილი.