ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 47/5518
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
47/5518
10/12/2018
ვებგვერდი, 11/12/2018
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
 

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი “ 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ .

აღნიშნულიდან გამომდინარე მოგახსენებთ :

• 2018 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა 41 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით , აქედან  ერთი – საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე .

• საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი “ დადგენილ ვადებში განმცხადებლის მიერ   მოთხოვნილი   შესაბამისი   ინფორმაციის  გაცემით .

• საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა , შესაბამისად , არც უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულა და დაწესებულებას არც უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული და მხარეთა სასარგებლოდ გადასახდელი ხარჯების გადახდა დაკისრებია .

• ხოლო ის მომართვები , რომელებიც არ განეკუთვნებოდა ჩვენი უწყების კომპეტენციას , საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი “ მე -80 მუხლების თანახმად

საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით მონაცემთა მოძიების , შეგროვებისა და დამუშავების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს .

• ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია .

სრულ ანგარიშს  2018  წელს  ტყიბულის  მუნიციპალიტეტის  მერიის  მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე მოგაწვდით ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №7 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო ინფორმაციის გაცემის წლიური ანგარიშის ფორმის “ სახით .

 

ჩუბინიძე თემურ