„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32-110
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016554
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32-110
07/12/2018
ვებგვერდი, 11/12/2018
300330000.35.101.016554
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/12/2018 - 12/02/2019)

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32-110

2018 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილების (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 27/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016526) მე-3 მუხლით დამტკიცებულ „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ნებართვა – ნებართვის მაძიებლისათვის ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული უფლება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ვადით განახორციელოს მომსახურება  საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია). ნებართვა არის:

ე.ა) „A“ კატეგორიის – გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, თუ იგი დააკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;

ე.ბ) „B“ კატეგორიის – გაიცემა ნებართვის მაძიებელზე, თუ იგი დააკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის 63 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;“;

ბ) მე-3 მუხლის:

 ბ.ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-64 პუნქტები:

„61. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს სხვა კატეგორიის ნებართვა აიღოს გაცემული ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით (წინა კატეგორიის ნებართვის გაცემისას გადახდილი ფასის ფარგლებში) იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

62. „A“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მსუბუქი ავტომობილი – ტაქსი (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, არის თეთრი ფერის;

ბ) მსუბუქი ავტომობილი – ტაქსი (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, არის ამ წესის დანართი 2-ით დადგენილი;

გ) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, საჭის მდებარეობა აქვს მარცხნივ;

დ) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, აქვს 5 კარი.

63. „B“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, საჭის მდებარეობა აქვს მარცხნივ;

ბ) მსუბუქ ავტომობილს – ტაქსს (M1 კატეგორია), რომლითაც ნებართვის მაძიებელს სურს განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა, აქვს 5 კარი.

64. განაცხადის შევსებისას ნებართვის მაძიებელი შესაბამის ველში უთითებს, კონკრეტულად რომელი კატეგორიის ნებართვა სურს, რომ გაიცეს მასზე.“;  

ბ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის შემდეგ ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემის მიერ გადაეცემა ამ წესის დანართი 4-ით გათვალისწინებული ტაქსის აღმნიშვნელი  თეთრი ფერის ერთი მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“ (შემდგომში – მანათობელი ნიშანი).“;

გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ნებართვის სახე (მიეთითება ნებართვის კატეგორია: „A“ ან „B“);“;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სანებართვო პირობები

1. „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა „A“ კატეგორიის ნებართვაში მითითებული მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია);

 ბ) მომსახურების გაწევისას გამოიყენოს მხოლოდ ის მანათობელი ნიშანი, რომელიც გადაეცა ნებართვის გამცემის მიერ და იქონიოს  ის თავდაპირველი ფორმით;

გ) მომსახურების გაწევისას მანათობელი ნიშანი განათავსოს სატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილის (სახურავის) შუა ადგილზე;

დ) ამ პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, აგრეთვე ამ წესის დანართი 2-ით და დანართი 3-ით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა მსუბუქ ავტომობილზე – ტაქსზე (M1 კატეგორია) არ ჰქონდეს სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მათ შორის, მუნიციპალიტეტის, ქალაქის, რაიონის, ქუჩის აღმნიშვნელი და სხვა);

ე) უზრუნველყოს ნებართვის განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ;

ვ) რეკლამა განათავსოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ამ წესის დანართი 3-ის შესაბამისად განსაზღვრულ ადგილებზე.

2. „B“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა „B“ კატეგორიის ნებართვაში მითითებული მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია);

ბ) უზრუნველყოს ნებართვის განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში თვალსაჩინო ადგილას ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი წაკითხვა მგზავრის მიერ;

გ) უზრუნველყოს მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნით მივიდა გამოძახების ადგილზე.“;

ე) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს აეროპორტთან, სადგურებთან და სავაჭრო ცენტრებთან (კომერციულ ობიექტებთან) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) გასაჩერებელი ადგილით, მხოლოდ „A“ კატეგორიის ნებართვების მფლობელებისთვის.“;

ვ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი 1-ის შესაბამისად.“;

ზ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გააუქმებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მის თანხმობას იმავე წესით, რითაც თანხმობას აცხადებს, ან სატრანსპორტო საშუალება აღარ იქნება მის საკუთრებაში;“.

მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე