დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03/6407 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია |
| მიღების თარიღი | 10/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის მერიის ანგარიში
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის„ 49-ე მუხლის თანახმად, წარმოდგიდგენთ
2018 წლის ანგარიშს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე. კერძოდ:
● 2018 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია -52 განცხადება;
● შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილებული იქნა სულ - 39 განცხადება;
● ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 5 განცხადება;
● პერსონალური ინფორმაციის არსებობის გამო, შემოსული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული იქნა -3 გადაწყვეტილება ;
● 2 შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს ეცნობა, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არის დაცული;
● 1 შემთხვევაში შემოსული განცხადება არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციას;
● 2 შემთხვევაში განცხადება განხილვის პროცესშია;
● საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასაჩივრების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
● არ ფიქსირდება შემოსული განცხადებებიდან პასუხის გაუცემლად დატოვებული განცხადება;
● 2018 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 13.85 (ცამეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარი;
● საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა;
● საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის დარღვევის ფაქტი და დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა 2018 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში არ დაფიქსირებულა;
● 2018 წლის 20 ივნისიდან დღემდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს ლაგოდეხის მუნციპალიტეტის მერიის „სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამარი დარბაიძე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები