სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
10/12/2018
ვებგვერდი, 11/12/2018
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ პერიოდში (2018 წლის 10 დეკემბრამდე) სააგენტოში შემოსულია 22 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. აქედან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ყველა მოქალაქეზე და ორგანიზაციაზე.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ დაფიქსირებულა უარის თქმის არცერთი შემთხვევა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, სსიპ –სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ყველა თანამშრომელზე შეგროვებული და დამუშავებულია პერსონალური მონაცემები. იგივე ხორციელდება ახალი თანამშრომლის მიღების შემთხვევაშიც.
ინფორმაცია, თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მომცველი საინფორმაციო ბაზისა და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ყოველკვარტალურად მიეწოდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემდგომში საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად.
რაც შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლისა და „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევა სააგენტოში არ დაფიქსირებულა.
 
ალექსანდრე გაჩეჩილაძე
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი