დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3907-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.016261 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) მე-12 მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრებს.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ცესკოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ხელახლა წარუდგენს იმ კანდიდატურებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პარლამენტის არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმები, ან არაუგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატურების არარსებობის შემთხვევაში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 6 დეკემბერი 2018 წ. N3907-რს |
დოკუმენტის კომენტარები