დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 364 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| მიღების თარიღი | 10/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 დეკემბრის ანგარიშს გამოსაქვეყნებლად.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნათა საერთო რაოდენობაა – 14;
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობა – 0;
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ დაკმაყოფილებული მოთხოვნათა რაოდენობაა – 14;
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა -0;
მონაცემები საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ – საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ – 0;
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურეა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სოფიო ხიდურელი;
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადება არ მომხდარა;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის აუცილებლობა არ წარმოქმნილა.
საგანელიძე ასლან
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები