დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| მიღების თარიღი | 07/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 5 განცხადება, ყველა მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე მოთხოვნა აღნიშნულ პერიოდში არ დაფიქსირებულა.
ონის მინიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში და წესით. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნინო ჯმუხაძე. საკრებულოს სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევასა და მათთვის დისციპლინარული სახდელის დადების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს თავმჯდომარე ჯაფარიძე შუქურა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები