ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
06/12/2018
ვებგვერდი, 10/12/2018
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 მერიის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

2018 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 103 განცხადება.

2018 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 98 მოთხოვნა.

2018 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე შემოსული განცხადებებიდან 5 მოთხოვნასთან დაკავშირებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება უარის თქმის შესაებ: 1 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოუდგენლობის გამო. 4 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა სხვა პირებთან დაკავშირებით არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

2018 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

2018 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე შემოვიდა 4 მოთხოვნა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ;

2018 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის წარმოდგენილი მოსაკრებლის საერთო რაოდენობამ შეადგინა 9.90 (ცხრა ლარი და 90 თეთრი) ლარი.

ირაკლი ტაბაღუა                            ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი