დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ზემო აფხაზეთი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა |
| მიღების თარიღი | 05/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
|
საანგარიშო პერიოდში ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. ა) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 4 (ოთხი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით – 0; ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 4 (ოთხი); გ) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში; დ) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ამ კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინარული სახდელის დადება; ე) მთავრობის წარმომადგენლობას არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე; ვ) მთავრობის წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.
ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები