გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 03/573
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
03/573
06/12/2018
ვებგვერდი, 10/12/2018
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

• 2018 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 7 (შვიდი) განცხადება და 18   (თვრამეტი) კორესპონდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

•  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

•  საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზებისა და საჯარო  დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების,   შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

• საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

•  საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექით.

• გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია.

• გამომდინარე იქედან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯიც არ ყოფილა.

• გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯი არ გაწეულა.

საკრებულოს თავმჯდომარე   დავით    რაზმაძე