ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 48/141
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
48/141
06/12/2018
ვებგვერდი, 10/12/2018
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:

♦ 2018 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 04 დეკემბრამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 4 (ოთხი) განცხადება და 08 (რვა) კორესპოდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

♦  საჯარო იფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

♦  საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

♦  საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

♦ საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

♦ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია.

♦ გამომდინარე იქედან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯებიც არ ყოფილა.

საკრებულოს თავმჯდომარე   კობახიძე ნატალია