კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 04/6745
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 07/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
04/6745
07/12/2018
ვებგვერდი, 10/12/2018
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
კასპის მუნიციპალიტეტის მერია
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიშს, კერძოდ:
ა) 2018 წლის განმავლობაში კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 18 განცხადება;
ბ) მუნიციპალიტეტის მერის და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის გადაწყვეტილებით ყველა განცხადება დაკმაყოფილდა;
გ) 2018 წლის განმავლობაში შეგროვდა საჯარო მონაცემთა ბაზა და საჯარო დაწესებულებათა პერსონალური მონაცემები ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში;
დ) კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოსამსახურეთა მიერ, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა;
ე) საჯარო მოხელეთა მიერ კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის ფაქტს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილი არ ჰქონია.
 
მანუჩარ მერებაშვილი                                      კასპის მუნიციპალიტეტის  მერი