„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017156
445
07/12/2018
ვებგვერდი, 10/12/2018
200090000.22.033.017156
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №445

2018 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე32-ე პუნქტები:

„28. 2018 წლის 1 იანვრამდე იმპორტირებული, მიწოდებული ან საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი სეს ესნ-ის 2205 სასაქონლო პოზიციაში მოქცეული საქონლის იდენტიფიცირების მიზნით, იდენტიფიცირების საშუალებად გამოყენებულ იქნეს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ნაწარმის იდენტიფიცირებისათვის განკუთვნილი მატერიალური ფორმის იდენტიფიცირების საშუალებები (შემდგომში – იდენტიფიცირების საშუალება).

29. ამ მუხლის 28-ე პუნქტით გათვალისწინებული საქონლის იდენტიფიცირების საშუალებების მოთხოვნით, გადასახადის გადამხდელი (პირი, რომელსაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგებში ნაშთად ერიცხება ამ მუხლის 28-ე პუნქტით გათვალისწინებული საქონელი) უფლებამოსილია, მიმართოს  შემოსავლების სამსახურს 2018 წლის 15 დეკემბრამდე, დანართი №VIII-02 დამტკიცებული ფორმით.

30. ამ მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი და მიღებული იდენტიფიცირების საშუალებებით საქონლის იდენტიფიცირება გადასახადის გადამხდელის მიერ უნდა განხორციელდეს იდენტიფიცირების საშუალებების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

31. შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს ამ მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი იდენტიფიცირების საშუალებების უსასყიდლოდ გაცემას პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მომართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

32. ამ მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი იდენტიფიცირების საშუალებების უსასყიდლოდ გაცემისას, გადასახადის გადამხდელი და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი პირი ადგენენ აქტს იდენტიფიცირების საშუალებების  მიღება-ჩაბარების შესახებ.“.

2. დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №VIII-02.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი




დანართი №VIII-02 

სპეციფიკაცია იდენტიფიცირების საშუალებების მოთხოვნაზე

 

სეს ესნ-ის კოდი

საქონლის დასახელება

გამოყენებული ნაწარმის მოცულობა

იდენტიფიცირების საშუალებების რაოდენობა