დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.102.016172 |
|
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №11 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 04/01/2018; 190020020.35.102.016165) დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს შესაბამისად ახალი №1 დანართით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 2018 წელს – 1100.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1099,6 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
2018 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადასახადებიდან შემოსავალი არ იგეგმება. |
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 0,4 ათ. ლარით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
2018 წელს არაფინანსური აქტივების ცვლილება არ იგეგმება. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები 1,100.0 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ფინანსური აქტივების ცვლილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2018 წლისათვის განსაზღვრული არ არის. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო აღსრულების ფონდები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო აღსრულების ფონდები 2018წელს შეადგენს 0,5 ათ. ლარს.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯებისა და არაფინანსური
აქტივების ზრდის
ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
2018 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -0,0 ლარის ტოლია. |
მუხლი 13.
ფულადი ჯილდოები, დანამატები და დახმარებები
|
2018 წლის განმავლობაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოების, დანამატების, დახმარების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 14.
ადგილობრივი შესყიდვები |
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით შესყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
|
მუხლი 15.
საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯვა |
1. დაუშვებელია ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების გაცემა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გადახდის გარეშე. 2. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს. 3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის პროგრამები და ღონისძიებები ხორციელდება გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ხელშეკრულების საფუძველზე, მათზე კონტროლი (ინსპექტირება) დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს გამგებლის ბრძანებით. 4. გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სარეზერვო ფონდიდან თანხის გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი. |
მუხლი 16.
მიზნობრივი ტრანსფერის ხარჯვა
|
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 25,0 ათ. ლარის ოდენობით მთლიანად მიიმართოს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების ხარჯებისათვის.
|
მუხლი 17.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის (დახმარების) პროგრამებისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის, სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებული მონაცემების და ამ ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით. |
მუხლი 18.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის, კულტურის, დასვენებისა და სპორტის სფეროების, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის განვითარებისათვის, 2018 წელს მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია, ძირითადი პრიორიტეტებია:
1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა(კოდი 06 00) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს სოციალური დახმარების რამდენიმე მუხლით. 1.1. მოსახლეობის სოციალური დახმარება(კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას, მარჩენალდაკარგული პირების დახმარებას, ომში დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებას,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 1.1.1. ავადმყოფთა და შ შმ პირთა სოციალური დახმარებები (კოდი 06 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება: ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან, მოხდება სპეციალური სავარძლის შეძენა, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს; ბ) ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების ოპერაციის, მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და დაავადებასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯები. დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში; გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მკვეთრად და მნიშვნელოვნად და ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ერთჯერად დაფინანსება (თითოეულ ბენეფიციარზე – 200 ლარის ოდენობით); დ) ქვეპროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირთათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეძენილი იქნება სპეციალური სამედიცინო მოწყობილობა (ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, რომლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს); ე) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების ოპერაციები(გარდა საკეისრო კვეთისა) და მასთან დაკავშირებული ხარჯები და ასევე ოპერაციასთან დაკავშირებული მედიკამენტოზური მკურნალობის ხარჯები, თუ ოპერაციული ჩარევიდან, მუნიციპალიტეტში მომართვის თარიღამდე გასული პერიოდი არ აღემატება სამ თვეს.. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, ხოლო ცალკე მედიკამენტოზური მკურნალობის ნაწილში – 250 ლარს; ვ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, სხეულის ერთი ან რამდენიმე ორგანოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევა ან/და კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 500ლარის ოდენობას; ზ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების კორონაროგრაფიული კვლევის ხარჯები, მათ მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე. აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება მოხდება 2018წლის განმავლობაში და ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 900 ლარს; თ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურდეს, იძულებით გადაადგილებული მცირეწლოვანი ბავშვების (0-10წლამდე), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, სამედიცინო მომსახურების (მათ შორის სარეაბილიტაციო პროცედურები, მედიკამენტების შეძენა, დაავადებათა შემდგომი პრევენცია) ხარჯები, მათთვის განსაკუთრებულ პირობებში და გადაუდებელ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მოშლის ისეთი ფორმის არსებობისას, როდესაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია, ან/და როდესაც სახეზეა დაინვალიდების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების აშკარა და გარდაუვალი საფრთხე და რასაც უპირობოდ უკავშირდება დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების აუცილებელი განხორციელება; ი) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 1992 წლიდან – 2004 წლამდე საომარი მოქმედებისა და სამხედრო დავალების შესრულების დროს მიღებული მძიმე ტრამვის(კიდურების: ხელის,ფეხის ამპუტაცია) დაინვალიდებულ პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება (თითოეულს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით); კ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად ფულად დახმარება გაეწევათ ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებული შემდეგი კატეგორიის ბავშვებს; ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული მხედველობა დაქვეითებული, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, იშვიათი დაავადებებით დაავადებულ და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებს გაეწევათ სოციალური ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, იშვიათი დაავადებებით დაავადებულ და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება: ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების ანაზღაურება ერთჯერადად არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით(ამ ქვეპუნქტითგათვალისწინებული დაფინანსების მიმღები პირები ვერ ისარგებლებენ 1.1.1. „ე“ პუნქტით. 1.1.2. ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: ა) ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები 80-დან 100 წლამდე, ხოლო ერთჯერად (500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. ბ) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა პენსიონერები (თითოეული 200 ლარის ოდენობით). 1.1.3. ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (კოდი 06 01 03) ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის კუთხით ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ა) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ მარტოხელა მშობელს (დედებს/მამებს) – ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულს 200 ლარის ოდენობით; ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი 0-დან 18 წლამდე), ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს სამ შვილზე 200 ლარი და ყოველ მომდევნო შვილზე 50 ლარით მეტი; გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დახმარება მე-3 და მეტი შვილის შეძენისას. (დახმარება განისაზღვრება მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველშემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი); დ) პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები,რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები (დახმარება გაეწევათ თითოეულს არაუმეტეს 40 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით); ე) პროგრამის ფარგლებში ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით, დახმარება გაეწევათ იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები. ვ)ერთჯერად (1500 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი (0-დან 18 წლამდე) იძულებით გადაადგილებულ ბავშვები.
1.1.4. ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვა (კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ: ა) ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი. დახმარებას მიიღებენ გაზის გამათბობლის სახით (ოჯახზე ერთი), თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით. ბ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშფაქტურის საფუძველზე რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 400 ლარს. გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების დახმარება – ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის დაფინანსების არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით, საკრებულოს მიერ დადგენილი 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად. დ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ სპორტსმენებს საკრებულოს მიერ დადგენილი „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად. ე) ავტორიზებული სასწავლებლებისა და აკრედიტებული დაწესებულებების მაგისტრატურის, რეზიდენტურის ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამაში რიცხულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, გაეწევათ დახმარება სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, წელიწადში არაუმეტეს 1125 ლარის ოდენობით. ვ) ერთჯერადად (ორასი) ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლებად და რომელთა სარეიტინგო ქულა 57001-ზე ნაკლებია. ზ)ერთჯერად დახმარებას (საკვები პროდუქტების სასაქონლო პაკეტით) მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები: 2001-2018 წლებში დაბადებული დევნილი ბავშვები, ომში დაღუპული პირის ოჯახი, ხანდაზმული პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ), მარტოხელა პენსიონერი. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება, შესაბამისი კატეგორიებით გათვალისწინებულ ოჯახებს/პირებს, გაეწევათ საახალწლოდ, სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული მონაცემების და საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური დახმარების წესის შესაბამისად. თითოეული პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 70 ლარისა. თ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება (500 ლარის ოდენობით) გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სასულიერო პირებს, მათ რელიგიურ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით,საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური დახმარების წესის შესაბამისად. 1.1.6. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება (კოდი 06 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, სარიტუალო მომსახურებაში დახმარება (თითოეულ ბენეფიციარზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით). 2. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (კოდი 05 00) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების განხორციელებას და ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2018წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შემდეგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: „ს. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“ და „ს. აჟარის სპორტსკოლა“ 2.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების მხარდაჭერა და დაფინანსება ნიჭიერი სპორტსმენების წახალისების, ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისათვის და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ს. აჟარის სპორტსკოლის“ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 05 01 01) 2018წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები: ა) „ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში და სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა“ – ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ „ს.აჟარის სპორტსკოლის“ მოსწავლე ბავშვები. შეიქმნება მათთვის ვარჯიშისათვის და ტურნირებში მონაწილეობისათვის საჭირო პირობები; ბ) „ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში“ – ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობს მიიღებენ ა(ა)იპ „ს. აჟარის სპორტსკოლის“ მოსწავლე ბავშვები და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული სკოლის მოსწავლე ბავშვები, მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება; გ) „ზემო აფხაზეთის გარდამავალი თასი და სხვადასხვა ტურნირი ფეხბურთში“ – ღონისძიების ფარგლებში მოხდება მოსწავლე ახალგაზრდების საფეხბურთო წვრთნა, რისთვისაც შექმნილი იქნება სათანადო პირობები. გაიმართება საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ „ს. აჟარის სპორტსკოლის“ საფეხბურთო გუნდები, მოხდება საპრიზო ადგილის მფლობელთა გამოვლენა და დაჯილდოება. ა(ა)იპ „ს აჟარის სპორტსკოლის“ საფეხბურთო გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტურნირებში. დ) „ლაშქრობა“ – ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებილი ახალგაზრდებისათვის 2-დღიანი ლაშქრობა: აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები პირებისათვის მარშრუტით თბილისიდან ფიტარეთში (თეთრიწყაროს რაიონი) და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ქუთაისი-მარტვილი(კანიონი), სადაც დაათვალიერებენ და გაეცნობიან ადგილობრივ ფლორას და ფაუნას, სხვადასახვა ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. 2.1.2. ა(ა)იპ „ს. აჟარის სპორტსკოლის“ დაფინანსება (კოდი 05 01 02) ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ „ს. აჟარის სპორტსკოლა“. ამ სკოლაში დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშებს, სპეციალურ წვრთნას და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გაივლიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები. 2.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები, დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ს. აჟარის კულტურის ცენტრის მოსწავლეებისათვის სამეცადინოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2.2.1. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი კულტურული ღონისძიებები: ა) „დედაენის დღე“ – დედაენის დღესთან დაკავშირებით ზემო აფხაზეთის რესურს ცენტრის ხელშეწყობით გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი ახალგაზრდები; ბ) „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა“ – ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების წაყვანა მთაწმინდის პარკში, მათთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონებზე გასართობად ბარათების შეძენა და ნაყინით გამასპინძლება; გ) „1991-2008 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“ – ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია 1991-2008 წლებში მომხდარი საომარი მოქმედებების დროს და საქართველოს მთლიანობისთვის შეწირული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქციის მოწყობა და გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა; დ) „სიმღერის და ცეკვის სწავლება“ – ღონისძიების ფარგლებში ა(ა)იპ „ს. აჟარის კულტურის ცენტრთან“ არსებული სიმღერისა და ცეკვის წრეებისათვის მოწვეულები იქნებიან ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის პედაგოგებს შექმნილი ექნებათ ყველა პირობა, სადაც ბავშვები შეისწავლიან ცეკვა -სიმღერას და ხალხურ საკრავებზე დაკვრას; ე) „ინტელექტულურ-შემეცნებითი პროექტი „ერუდიტი“ – ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი სკოლის მოსწავლე 100-150 ბავშვის მონაწილეობა ინტელექტულურ-შემეცნებით პროექტ „ერუდიტში“ მონაწილეობა, მოხდება დებულების შემუშავება, თამაშის ორგანიზება, გამარჯვებულთა დაჯილდოვება; ვ) „გასართობი ღონისძიება“ – ამ ქვეპროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის შეძენილ იქნება ქ. თბილისში ცირკის წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთები. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შერჩეული იქნება წარმოდგენა სათანადო ასაკობრივი ჯგუფისათვის და მოხდება დასწრების ორგანიზება; ზ) საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2018“ – 2018 წლის გაზაფხულზე ქ.თბილისში ჩატარდება „კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის“გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსი, კონკურსში გამარჯვებული დაჯილდოვდება და მონაწილეობას მიიღებს 2018 წლის მაისში სპორტის სასახლეში „საქართველოს 2018 წლის ეტალონი მოსწავლეს“ გამოსავლენ კონკურსში. 2.2.2. ა(ა)იპ „ს. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ დაფინანსება (კოდი 05 02 02) დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ „ს.აჟარის კულტურის ცენტრი“. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სახეობებში სპეციალურ წვრთნას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ამისთვის მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები. 3. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებზე მათი გამოცხადების უზრუნველყოფა. 3.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებზე მათი გამოცხადების უზრუნველყოფა. აღნიშნული ღონისძიებისათვის მიმართული იქნება 2018წლის დაფინანსება მიზნობრივი ტრანსფერიდან – 25,0 ათ. ლარი, გათანაბრებითი ტრანსფერიდან 4,1 ათ. ლარი. 4. განათლება (კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 4.1. სკოლამდელი განათლება (კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2018 წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – „აჟარის საბავშვო ბაღი“, რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფუნქციონირებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ.წინწყაროს საბავშვო ბაღში და ემსახურება ბავშვების აღზრდას. 5. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (კოდი 03 00) ამ პროექტში 2018 წელს თანხები ამოღებულ იქნეს. 5.1. საბინაო-კომუნალური მეურნეობის განვითარების თანადაფინანსება (კეთილმოწყობის ღონისძიებები დევნილთა ჩასახლებებში) (კოდი 03 01) ამ პროექტში 2018 წელს თანხები ამოღებულ იქნეს. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 19.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები