დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-1008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 15/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016554
2-1008
13/12/2018
ვებგვერდი, 17/12/2018
340050000.22.023.016554
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1008

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის“ და „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის №2-37 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი



დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის მიზანია ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში ღვინის კომპანიების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტში“ (შემდგომში – საქპატენტი) რეგისტრირებული წარმოების სპეციფიკაციით, განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

მუხლი 2. სახელმწიფო კონტროლი
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო.

მუხლი 3. სახელმწიფო კონტროლის ობიექტები
სახელმწიფო კონტროლის ობიექტებია:

ა) ყურძნისა და ღვინის წარმოების ადგილი;

ბ) ვაზის ჯიში;

გ) ყურძნის მაქსიმალური მოსავალი ერთი ჰექტრიდან;

დ) ღვინის მაქსიმალური გამოსავლიანობა ერთი ტონა ყურძნიდან;

ე) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ნაშთები და მათი წარმოების ტექნოლოგიური პროცესები;

ვ) გამოყენებული მასალები და ნივთიერებები;

ზ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

თ) ლაბორატორიული ჟურნალები.


მუხლი 4. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საქმიანობის წესი
1. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

2. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის ან პირების (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) სახელი, გვარი, თანამდებობა;

ბ) ღვინის კომპანიის დასახელება, რომლის საქმიანობაზეც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი;

გ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზანი და ობიექტები;

დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ვადა.

3. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:

ა) შეამოწმოს:

ა.ა) ვენახის ადგილმდებარეობა და ვაზის ჯიში;

ა.ბ) ღვინისა და სპირტიანი სასმელების ნაშთები, მათი წარმომავლობა, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები, აგრეთვე, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები;

ბ) გაეცნოს ვენახის ტექნოლოგიურ ჟურნალებს, ჩანაწერებს (ჩეკ ლისტებს).

4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) შეამოწმოს მხოლოდ ბრძანებით განსაზღვრული ობიექტები;

ბ) იხელმძღვანელოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი წარმოების წესებით, რეგლამენტებით და „საქპატენტში“ რეგისტრირებული წარმოების სპეციფიკაციებით.

გ) შედეგები ასახოს სახელმწიფო კონტროლის აქტში – დანართ №1-ში.


მუხლი 5. ღვინის კომპანიის ვალდებულება
ღვინის კომპანია ვალდებულია ხელი შეუწყოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ პირს სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები.

მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლის შედეგები
სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ბ) სერტიფიკატის გაცემის ან სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

გ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის „საქპატენტში“ რეგისტრაციის შესახებ;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის გატარების თაობაზე.



  დანართი №1

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ღვინის ეროვნული სააგენტო

 სახელმწიფო კონტროლის  ა ქ ტ ი №


ქალაქი (სოფელი)                                                                       ______________ 20  _ წელი

 

სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი (პირები):  __________________________

_____________________________________________________________________________________

 

სახელმწიფო  კონტროლის განხორციელების საფუძველი: სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №__ -- _________20_ წ.

 

ღვინის კომპანია: _____________________________________________________________________

სახელმწიფო კონტროლის ობიექტები:

1.____________________________________________________________________________________ 

2.____________________________________________________________________________________    

3.____________________________________________________________________________________

4.____________________________________________________________________________________ 

 

შემოწმებით (სახელმწიფო კონტროლით) დადგინდა: 

1. ___________________________________________________________________________________

2. ___________________________________________________________________________________

 

დასკვნა

 

გატარებული ღონისძიება:

 

ხელმომწერი პირი: