დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.35.156.016346 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2018; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.156.016334) შევიდეს შემდეგის სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 1 დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესი დანართის შესაბამისად“; გ) დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების და ჯილდოს შემოღების და გადაცემის მექანიზმის სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის პროცედურებს. 2. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება და ჯილდოს გადაცემა იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის. 3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს და ჯილდო გადაეცეს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა) განსაკუთრებული დამსახურება დმანისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი დმანისის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; 4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. მუხლი 2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წარდგენის წესი და პირობები 1. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა ან/და ორგანიზაციებს; ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერს; გ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით. 2. კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მისანიჭებლად, კანდიდატის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღწერით; ბ) ბიოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. მუხლი 3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების და ჯილდოს შემოღების პროცედურები 1. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების და ჯილდოს გადაცემის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს(შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) ქმნის და ჯგუფის შემადგენლობიდან თავმჯდომარესა და მდივანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ნიშნავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი(შემდგომში-მერი). 2. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ სამი წევრისაგან, რომელთაგანაც ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის(შემდგომში – მერიის) მოხელეები, სამუშაო ჯგუფში შესაძლებელია შევიდნენ საზოგადოების წარმომადგენლები ან/და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მათივე თანხმობით. 4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება სამუშაო ჯგუფს. 5. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების სახეს და შინაარს განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფი, კანდიდატის დამსახურების, ღვაწლის და საქმიანობის შესაბამისად. 6. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) სახით. 7. მერის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების და ჯილდოს გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება, ქვეყნდება დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.dmanisi.gov.ge. მუხლი 4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი 1. სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მერის მიერ, საპატიო წოდების მინიჭების და ჯილდოს გადაცემის საკითხის განსახილველად. სხდომა უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა. 2. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 3. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი. 4. წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი, წერილობითი ფორმით, დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 5. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების შესახებ, არსებულ რეკომენდაციებს, საქართველოს ან/და დმანისის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს. 6. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან. 7. სამუშაო ჯგუფი სწავლობს კანდიდატთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას), რაც აისახება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმში. 8. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს. 9. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება დმანისის მუნიციპალიტეტის მერს. 10. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა პირის ღვაწლი და დამსახურება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და გამოკვლევას არ საჭიროებს, მერის ინიციატივით წარდგენილ პირს საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს სამუშაო ჯგუფის მიერ განხილვის და რეკომენდაციის გაცემის გარეშე. მუხლი 5. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებასთან და ჯილდოს შემოღებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი 1. კანდიდატის წარმდგენის მიერ, სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) კანდიდატის წერილობითი თანხმობა; ბ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3X4. 2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისას, წოდების მიმღებს გადაეცემა დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა და ჯილდო. 3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის ფორმასა და ჯილდოს სახეს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ამტკიცებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი. 4. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის და ჯილდოს დამზადებას, მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უზრუნველყოფს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 5. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი და დასტურდება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით. 6. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა და მედალი მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. 7. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში. 8. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სპეციალურ წიგნში მონაცემების შეტანას და საქმისწარმოების მასალების აღრიცხვა სისტემატიზაციას ახორციელებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. მუხლი 6. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების გაუქმების/ჩამორთმევის საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება: ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; ბ) საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მიერ წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე. 2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების გაუქმების/ჩამორთმევის უფლება აქვს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფის (რეკომენდაციის) საფუძველზე და მის გარეშე, როცა პირს წოდება მიენიჭა ამ წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით. მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესში ცვლილებისა ან/და დამატების შეტანა ხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მერის წარდგინების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები