ამონარიდი სხდომის ოქმიდან ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების თაობაზე

ამონარიდი სხდომის ოქმიდან ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/2993-18
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 22/11/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/2993-18
22/11/2018
ვებგვერდი, 06/12/2018
ამონარიდი სხდომის ოქმიდან ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა კრების თაობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/2993-18

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2018 წლის 22 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: ციცინო მოსიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ბორენა იობიძე

1. მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

2. მოვალე – ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძე, წარმომადგენლები – გიგა სულაქველიძე, ზურაბ წკეპლაძე

3. კრედიტორი – სს „საქართველოს ბანკი“, წარმომადგენელი – დავით მესხიშვილი

4. კრედიტორი – სს „თიბისი ბანკი“, წარმომადგენელი – კობა ქორიძე, მერაბ როსტიაშვილი

5. კრედიტორი – შპს „ჯიესი“, წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე

6. კრედიტორი – შპს „აია სითი“, წარმომადგენელი – კახაბერ გელხვიიძე

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდ. მეწარმე სოფიო ხამაშურიძის კრედიტორთა პირველი კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს შემდეგი დღის წესრიგით: 1. კრედიტორთა რეესტრის დამტკიცება. 2. მორიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა. კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 24 დეკემბერს, 14:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, სხდომის დარბაზი №5).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

კრების თავმჯდომარე                                                            ციცინო მოსიძე 

კრების მდივანი                                                                       ბორენა იობიძე