დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 443 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017155 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 48-ე - 52-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია 1. მალფუჭებად საქონლად ითვლება საქონელი, თუ მისი შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომლის ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობების შექმნისა და შენახვის ხარჯების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მისი დროული რეალიზაცია. 2. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. 3. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. 4. მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ინტერნეტაუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის გზით. მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია ინტერნეტაუქციონის გზით ხორციელდება ვებგვერდის – www.eauction.ge-ის მეშვეობით. მუხლი 49. გადაწყვეტილება ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ 1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად. 3. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეკვიზიტებისა) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის ფორმის (ინტერნეტაუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის) შესახებ. მუხლი 50. ინტერნეტაუქციონის ჩატარების შესახებ მონაცემების ვებგვერდზე განთავსება 1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციისთვის, სავალდებულოა ინტერნეტაუქციონის შესახებ საჯარო განცხადების განთავსება ვებგვერდზე – www.eauction.ge და www.rs.ge. 2. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას და მასში მითითებული მონაცემების განთავსებას ვებგვერდზე ,,www.eauction.ge“ უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, ამ წესის 49-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ პუნქტში აღნიშნული პირი ასევე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. 3. ინტერნეტაუქციონის შესახებ საჯარო განცხადებაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) ინტერნეტაუქციონის დაწყების და დასრულების დრო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მონაცემების ვებგვერდზე – www.eauction.ge განთავსებიდან ანუ ინტერნეტაუქციონის დაწყებიდან 7 კალენდარულ დღეს; ბ) მალფუჭებადი საქონლის დასახელება (საქონლის მნიშვნელოვანი მახასიათებლები) და მდებარეობა; გ) საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის თარიღი (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში); დ) ქონების საწყისი ფასი; ე) ინტერნეტაუქციონის ჩატარების პირობები და წესი (დეპოზიტზე შესატანი თანხის ოდენობა, ბიჯის სიდიდე და სხვ.). 4. დამატებითი ინფორმაციის განთავსების საჭიროების საკითხს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო. მუხლი 51. პირველი და განმეორებითი ინტერნეტაუქციონი 1. მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის მიზნით პირველი ინტერნეტაუქციონი უნდა დაიწყოს ვებგვერდზე – www.eauction.ge ამ წესის 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების განთავსებისთანავე, დაუყოვნებლივ. 2. თუ პირველ ინტერნეტაუქციონზე ვერ განხორციელდა მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია, უფლებამოსილი საგასასახადო ორგანო ატარებს განმეორებით ინტერნეტაუქციონს. 3. მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის მიზნით განმეორებითი ინტერნეტაუქციონის დაწყების (ამ წესის 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების განთავსების) დროს და რაოდენობის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო. მუხლი 52. ინტერნეტაუქციონის პირობები 1. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია; ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება. 2. ინტერნეტაუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას, რომელიც არის სარეალიზაციოდ გამოტანილი მალფუჭებადი საქონლის საწყისი ღირებულების არანაკლებ 10% და რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ჩაითვლება მალფუჭებადი საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის ანგარიშში. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან ვებგვერდის – www.eauction.ge ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. 3. ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს ონლაინრეჟიმში. ფასის მატების ბიჯი შეადგენს სარეალიზაციოდ გამოტანილი მალფუჭებადი საქონლის საწყისი ღირებულების 1%-ს. 4. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ ინტერნეტაუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 5. ინტერნეტაუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით. 6. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა დაფაროს ინტერნეტაუქციონის შესახებ განცხადებაში მითითებულ ანგარიშსწორების ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 7. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ოდენობა ქონების შესყიდვის ფასზე მაღალია ან მისი ტოლია, საგადასახადო ორგანო ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შეტანილ საგარანტიო თანხას წარმართავს ქონების შესყიდვის ფასის სრულად დასაფარავად, ხოლო ნამეტ თანხას, არსებობის შემთხვევაში, უბრუნებს აუქციონში გამარჯვებულ პირს. 8. ინტერნეტაუქციონზე მალფუჭებადი საქონლის საწყისი ფასი განისაზღვრება მისი საბაზრო ღირებულებიდან. 9. პირველად გამოცხადებულ ინტერნეტაუქციონზე ქონების საწყისი ფასი არის მალფუჭებადი საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი, ხოლო განმეორებით ინტერნეტაუქციონზე მალფუჭებადი საქონლის საბაზრო ღირებულების 25 პროცენტი. 10. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს ინტერნეტაუქციონში, საგარანტიო თანხა დაუბრუნდება ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 11. თანხის სრულად დაფარვამდე ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულ პირს არ გააჩნია მალფუჭებადი საქონლის განკარგვის უფლება. 12. თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შესაბამის თანხას, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას შეძენილ მალფუჭებად საქონელზე და საგარანტიო თანხაზე. 13. თუ განმეორებით ინტერნეტაუქციონზე ვერ განხორციელდა მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია, შესაძლებელია იგი დაუბრუნდეს გადასახადის გადამხდელს.“. 2. დანართი №26 ამოღებულ იქნეს. 3. 53-ე – 55-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 53. მალფუჭებადი საქონლის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაცია 1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია განახორციელოს პირდაპირი მიყიდვის გზით. 2. თუ ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის გზით ხორციელდება ინტერნეტაუქციონის ჩატარებამდე, მაშინ სარეალიზაციო ფასი განისაზღვრება საბაზრო ღირებულების ოდენობით. 3. თუ ინტერნეტაუქციონზე არ მოხდა ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია, პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციისას მისი ფასი განისაზღვრება ამ ინტერნეტაუქციონზე მითითებული საწყისი ფასის ოდენობით. 4. საგადასახადო ორგანო ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის პირდაპირი მიყიდვის გზით შეძენის მსურველ პირს აძლევს წერილობით თანხმობას ამ საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რომელიც ვალდებულია თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ხაზინის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს შესაბამისი თანხა. მუხლი 54. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის მოხსნა მალფუჭებად საქონელზე ყადაღა მოხსნილად ითვლება: ა) ინტერნეტაუქციონზე ან პირდაპირი მიყიდვის გზით მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციისა და რეალიზაციის თანხის სრულად დაფარვისთანავე; ბ) თუ ინტერნეტაუქციონზე ან პირდაპირი მიყიდვის გზით ვერ განხორციელდა მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია და იგი დაუბრუნდა გადასახადის გადამხდელს; გ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. მუხლი 55. შეძენილ მალფუჭებად საქონელზე უფლების მიღება 1. თანხის სრული გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა მალფუჭებადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატი (დანართი №27), რომელსაც გასცემს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო. 2. სერტიფიკატში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) საგადასახადო ორგანოს დასახელება; ბ) რეალიზაციის ფორმა (ინტერნეტაუქციონი ან პირდაპირი მიყიდვა); გ) რეალიზაციის დრო (რიცხვი/თვე/წელი); დ) შეძენილი მალფუჭებადი საქონლის დასახელება; ე) მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ვ) გადახდილი თანხის ოდენობა (დღგ-ის ჩათვლით); ზ) დღგ-ის თანხა.“. 4. დანართი №27 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №27
|
შემოსავლების სამსახური
მალფუჭებადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატი |
1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) 2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (რეალიზაციის ფორმა) 3. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- (რეალიზაციის დრო) 4. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (შეძენილი მალფუჭებადი საქონლის დასახელება) 5. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) 6. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (გადახდილი თანხა დღგ-ის ჩათვლით) 7. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (დღგ-ის თანხა) 8. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (სერტიფიკატის გაცემის თარიღი) 9. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (საგადასახადო ორგანოს უფროსის ხელმოწერა)
ბ.ა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები