ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 05/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
05/12/2018
ვებგვერდი, 05/12/2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:

ა) 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 25 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამისი წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ყოფილა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა;

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული 25 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინალური სახდელი არ დადებულა;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციაზე გაცემაზე უარის თქმის და კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად არც გასაჩივრებულა;

ზ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია. იქედან გამომდინარე, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.

 

ვარშანიძე ნადიმ                                                                                                                                   საკრებულოს თავმჯდომარე