ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 5333/09
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 04/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
5333/09
04/12/2018
ვებგვერდი, 05/12/2018
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია წარმოგიდგენთ 2018 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:

ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა 44 წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

ბ) დაკმაყოფილდა 44 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და გადაცემის შესახებ მოთხოვნა არ შემოსულა;

დ) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე, შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

ე) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;

ვ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

ამასთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია წარმოგიდგენთ 2018 წლის დეტალურ წლიურ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე:

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის მოთხოვნით მომართა შემდეგმა პირებმა და ორგანიზაციებმა:

 


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – 20 მოთხოვნა

 

 •

სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი „სამხრეთის კარიბჭე“ – 9 მოთხოვნა

 •

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – 5 მოთხოვნა

 •

ააიპ  – ინფრასტრუქტრის მშენებელთა ასოციაცია – 5 მოთხოვნა

 •

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – 1 მოთხოვნა

 •

ახალგაზრდა ევროპელები – 1 მოთხოვნა

 •

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – 1 მოთხოვნა

 •

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 1 მოთხოვნა

 •

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება  – 1 მოთხოვნა

 

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია                                                                                  ზაქარია ენდელაძე