დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04/4358 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია |
| მიღების თარიღი | 04/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ:
ა) 2018 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 52 განცხადება;
ბ) მუნიციპალიტეტის მერის და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებით 48 განცხადება დაკმაყოფილდა;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 4 განცხადებას შემდეგი საფუძვლით: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადეგნილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“ ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალურის მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე, თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“;
დ) 2018 წლის განმავლობაში შეგროვდა საჯარო მონაცემთა ბაზა და საჯარო დაწესებულებათა პერსონალური მონაცემები ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში;
ე) საჯარო მოხელეთა მიერ კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა;
ვ) საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე თანხა არ გადახდილა.
როსტომ სესიაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები