დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016350 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2018 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №56 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე (www. matsne. gov.ge), 08.01.2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016276) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი (შშმ პირთა დახმარებისათვის. პროგრამული კოდი 060209. წლიური დაფინანსება 20 000 ლარი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. შშმ პირთა დახმარებისათვის. პროგრამული კოდი 060209. წლიური დაფინანსება 20 000 ლარი 9.1. პროგრამით ისარგებლებენ: 9.1.1. შშმ პირების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებისათვის 8000 ლარით; 9.1.2. შშმ პირთა სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების მიზნით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მათ შორის: ა) ზამთრის სეზონისათვის სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით, სოციალურად დაუცველი, ეტლით მოსარგებლე და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა; ბ) შშმ პირების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საზღვარგარეთ ოპერაციისათვის გარკვეული თანხით დახმარება; გ) შშმ პირების ეტლების თვითმავალი მექანიზმის, ყავარჯნების შეძენა; დ) შშმ პირთა და მათი ოჯახების ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარება, სულ 12 000 ლარი. 9.2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულებების საბანკო ანგარიშებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები