ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.128.016360
45
03/12/2018
ვებგვერდი, 06/12/2018
210020010.35.128.016360
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №45

2018 წლის 3 დეკემბერი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის   საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 14/04/2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.128.016217).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/ და იურიდიული პირები, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს;

ბ) მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0.5 ლარს და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებულ პირს, რომელიც იღებს საარსებო შემწეობას (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) განესაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,2 ლარი თვეში და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

დ) იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისა და და დაწესებულებებისათვის 25 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე;

ე) ინდმეწარმეებისათვის 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე