დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს"ელექტროიზოლიტი" |
| მიღების თარიღი | 03/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სააქციო საზოგადოება
„ელექტროიზოლიტის“
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2018 წლის 28 დეკემბერს, 15-00 საათზე, ქ. თბილისში, ქსნის ქუჩა №35-ში მოწვეულია სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
- სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის“ 2017 წლის წლიური ანგარიში (შედეგები) და მისი დამტკიცება.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2018 წლის 30 ნოემბერი.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 2018 წლის 28 დეკემბერი, 14-00 საათი.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „ელექტროიზოლიტის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში, 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2018 წლის 28 დეკემბრამდე, ყოველ სამუშაო დღეს 12-00 საათიდან 14-00 საათამდე, მისამართზე ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ელექტროიზოლიტის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა ან სს „ელექტროიზოლიტის“ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის“ დირექტორი თამაზ ქამხაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები